"მცხეთა-ჯვარი-ანანური" ტური - 1 დღე

დაწყება

თბილისი

საუკეთესო პერიოდი

ყველა სეზონი

მანძილი

170 კმ

ხანგრძლივობა

6 საათი

მინიმუმ

4 ადამიანი

მცხეთა შეტანილია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. მცხეთის ტერიტორია დასახლებული იყო ადრინდელ და შუა ბრინჯაოს ხანაში და იყო ქართლის (იბერიის) სამეფოს პოლიტიკური ცენტრი. მხოლოდ 20 კილომეტრში თბილისიდან და მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესაყართან, ქალაქი მდებარეობს უძველეს სავაჭრო გზებზე. მეცნიერული აღმოჩენების თანახმად მცხეთა მთავარი სავაჭრო ცენტრია.

მცხეთის მიწებშია ნაპოვნი ბერძნული და არამეული ნაწერები, თიხის ჭურჭელი, რისი ნახვაც შეგიძლიათ ქალაქის მუზეუმში. უძველეს გეოგრაფმა სტრაბონმა, მცხეთა აღწერა როგორც ყველაზე მაღალ განვითარებული ქალაქი, წყალმომარაგეობის სისტემით, ბაზრით და ქვის სახლებით. მცხეთა ასევე იყო ქვეყნის რელიგიური ცენტრი, პანთეონებით, რომლებიც შემდეგ ჩაანაცვლეს ეკლესიებით, როდესაც წმინდა ნინომ გაავრცელა ქრისტიანობა საქართელოში. მიუხედავად იმისა, რომ მე-6 საუკუნეში თბილისი გახდა საქართველოს დედაქალაქი, მცხეთა კვლავინდებურად ქვეყნის საეკლესიო ცენტრად დარჩა — აქ იყო საქართველოს პატრიარქ-კათალიკოსის რეზიდენცია. დღეს კი ამ ლამაზ და ძველ ქალაქს აქვს მშვიდი გარემო.
 
სვეტიცხოველი XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა. კომპლექსში შედის: ტაძარი, კარიბჭე, სამრეკლო, სასახლეები, საეკლესიო პირთა საცხოვრებლები. სვეტიცხოველში დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი. 
 
ჯვრის მონასტერი VI საუკუნის ქართული ქრისტიანული მონასტერი დგას მთაზე, ძველი დედაქალაქის - მცხეთის პირდაპირ, იქ სადაც არაგვი ერთვის მტკვარს. ქრისტიანობის მიღების პირველი წლებიდანვე ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის მაღალი ჯვარი აღმართა. VI საუკუნის II ნახევარში ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის გვერდით პატარა ეკლესია ააშენა. ტაძარი შეტანილია UNESCO -ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. 
 
სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერი XI ს-ის 30-იან წლებში აგებული კომპლექსი ქალაქ მცხეთის ცენტრში მდებარეობს. ამ წმიდა ადგილიდან უქადაგა ქართველ ერს ქრისტეს სჯული კაბადოკიელმა ქალწულმა ნინომ. აქვე არიან დაკრძალულნი პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი და დედოფალი ნანა, ასევე ერთ-ერთი ასურელი მამათაგანი აბიბოს ნეკრესელი. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: მთავარი ტაძარი, წმ. ნინოს ეკლესია, სამრეკლო და გალავანი კოშკით. 

ანანურის ანსამბლი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე მთიულეთში, დუშეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, 23 კმ-ში, ჟინვალის წყალსაცავის დასაწყისში.

ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. ეს ტერიტორია (სოფელი) უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. თუმცა, ადრეული ნაგებობების კვალი  არ შემორჩენილა. არაგვის საერისთავოს შექმნის შემდეგ იგი ამ საერისთავოში შედიოდა. აქ იყო არაგვის ერისთავთა მთავარი ციხე. მისი სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების შესუსტების შემდეგ (XVII-XVIII სს) კიდევ უფრო გაიზარდა. იგი არაგვის ერისთავთა რეზიდენციას წარმოადგენდა. ამ პერიოდს განეკუთვნება ანანურის ციხის გამაგრება და აღდგენაც. 
ანსამბლის ყველაზე ადრინდელი ნაგებობაა ხევსურული კოშკი, რომელიც ზედა ციხის ცენტრშია მოქცეული. იგი XIV საუკუნით თარიღდება.  ზ ე დ ა  ც ი ხ ე (ციტადელი) XVI-XVII სს-შია აგებული, ხოლო ქ ვ ე დ ა  ც ი ხ ე - მოგვიანებით, XVIII ს-ში. 
მთავარი ნაგებობის - ღვთისმშობლის ეკლესიის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის მისი სამხრეთი ფასადის მარცხენა ნაწილის ვრცელი წარწერა, რომლის მიხედვით, ტაძარი 1689 წელს,  ბარძიმ მდივანბეგის დაკვეთით აუგია ბოქაულთუხუცეს ქაიხოსრო ბაღსარაშვილს. 
ზედა ციხის დასავლეთ მონაკვეთში მდგარი ღვთაების ეკლესია XVI საუკუნის ბოლოს ან XVII საუკუნის I ნახევარშია აშენებული.

www.dzeglebi.ge 

ტურის დაწყების დრო: 10.00 სთ

ტურის საფასურში არ შედის კვება და გიდის მომსახურება

 

"მცხეთა-ჯვარი-ანანური" ტური - 1 დღე

(შაბათ-კვირის ტურები და ექსკურსიები)

შეავსეთ მოცემული მარტივი ფორმა და ჩვენი აგენტი უმოკლეს დროში დეტალებით დაგიბრუნდებათ.

სახელი

ელ-ფოსტა

ტელეფონის ნომერი

სასურველია დაგიკავშირდეთ

ჩამოსვლის თარიღი

გამგზავრების თარიღი

ტურის დაწყების თარიღი

დაწყების ადგილი

სტუმრების რაოდენობა

ბავშვები

ტრანსფერი




სასტუმროს კატეგორია






გიდი


კომენტარი

შეუკვეთეთ


უკან დაბრუნება