"მცხეთა-უფლისციხე" ტური - 1 დღე

დაწყება

თბილისი

საუკეთესო პერიოდი

ყველა სეზონი

მანძილი

180 კმ

ხანგრძლივობა

6 საათი

მინიმუმ

4 ადამიანი

მცხეთა შეტანილია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. მცხეთის ტერიტორია დასახლებული იყო ადრინდელ და შუა ბრინჯაოს ხანაში და იყო ქართლის (იბერიის) სამეფოს პოლიტიკური ცენტრი. მხოლოდ 20 კილომეტრში თბილისიდან და მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესაყართან, ქალაქი მდებარეობს უძველეს სავაჭრო გზებზე. მეცნიერული აღმოჩენების თანახმად მცხეთა მთავარი სავაჭრო ცენტრია.

 მცხეთის მიწებშია ნაპოვნი ბერძნული და არამეული ნაწერები, თიხის ჭურჭელი, რისი ნახვაც შეგიძლიათ ქალაქის მუზეუმში. უძველეს გეოგრაფმა სტრაბონმა, მცხეთა აღწერა როგორც ყველაზე მაღალ განვითარებული ქალაქი, წყალმომარაგეობის სისტემით, ბაზრით და ქვის სახლებით. მცხეთა ასევე იყო ქვეყნის რელიგიური ცენტრი, პანთეონებით, რომლებიც შემდეგ ჩაანაცვლეს ეკლესიებით, როდესაც წმინდა ნინომ გაავრცელა ქრისტიანობა საქართელოში. მიუხედავად იმისა, რომ მე-6 საუკუნეში თბილისი გახდა საქართველოს დედაქალაქი, მცხეთა კვლავინდებურად ქვეყნის საეკლესიო ცენტრად დარჩა — აქ იყო საქართველოს პატრიარქ-კათალიკოსის რეზიდენცია. დღეს კი ამ ლამაზ და ძველ ქალაქს აქვს მშვიდი გარემო.
 
სვეტიცხოველი XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა. კომპლექსში შედის: ტაძარი, კარიბჭე, სამრეკლო, სასახლეები, საეკლესიო პირთა საცხოვრებლები. სვეტიცხოველში დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი. 
 
ჯვრის მონასტერი VI საუკუნის ქართული ქრისტიანული მონასტერი დგას მთაზე, ძველი დედაქალაქის - მცხეთის პირდაპირ, იქ სადაც არაგვი ერთვის მტკვარს. ქრისტიანობის მიღების პირველი წლებიდანვე ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის მაღალი ჯვარი აღმართა. VI საუკუნის II ნახევარში ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის გვერდით პატარა ეკლესია ააშენა. ტაძარი შეტანილია UNESCO -ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. 
 
სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერი XI ს-ის 30-იან წლებში აგებული კომპლექსი ქალაქ მცხეთის ცენტრში მდებარეობს. ამ წმიდა ადგილიდან უქადაგა ქართველ ერს ქრისტეს სჯული კაბადოკიელმა ქალწულმა ნინომ. აქვე არიან დაკრძალულნი პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი და დედოფალი ნანა, ასევე ერთ-ერთი ასურელი მამათაგანი აბიბოს ნეკრესელი. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: მთავარი ტაძარი, წმ. ნინოს ეკლესია, სამრეკლო და გალავანი კოშკით. 
 
უფლისციხე კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას. კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება.
 
 
ტურის ხანგრძლივობა: 7 საათი
მანძილი: 250 კმ
დაწყების დრო: 9.00 სთ

 

"მცხეთა-უფლისციხე" ტური - 1 დღე

(შაბათ-კვირის ტურები და ექსკურსიები)

შეავსეთ მოცემული მარტივი ფორმა და ჩვენი აგენტი უმოკლეს დროში დეტალებით დაგიბრუნდებათ.

სახელი

ელ-ფოსტა

ტელეფონის ნომერი

სასურველია დაგიკავშირდეთ

ჩამოსვლის თარიღი

გამგზავრების თარიღი

ტურის დაწყების თარიღი

დაწყების ადგილი

სტუმრების რაოდენობა

ბავშვები

ტრანსფერი




სასტუმროს კატეგორია






გიდი


კომენტარი

შეუკვეთეთ


უკან დაბრუნება