ღვინის ტური ნიკა ვაჩეიშვილის მარანში - შიდა ქართლი

დაწყება

თბილისი

საუკეთესო პერიოდი

ყველა სეზონი

მანძილი

250 კმ

ხანგრძლივობა

8 საათი

მინიმუმ

3 ადამიანი

1 დღიანი ღვინის ტური ნიკა ვაჩეიშვილის ღვინის მარანში (შიდა ქართლი)

მოსანახულებელი ადგილები:

უფლისციხე კლდეში ნაკვეთი ქალაქი.  მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას. კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება.

ატენის სიონი დასაბუთებული სამეცნიერო მოსაზრების თანახმად სოფელი (ადრე ქალაქი) ატენი საქართველოს იერუსალიმის - ქალაქ მცხეთის იკონოგრაფიულ ასლს წარმოადგენდა. ამიტომაც აქ მე-5 საუკუნეში, კლდის კონცხზე აგებული ბაზილიკური ტაძრის ადგილას აიგო მცხეთის ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ეკლესია, მახლობლად დღემდე შემონახული „სვეტიცხოვლის“ ტაძრითა თუ წმ. ნინოს სახელობის ადრეული ეკლესიით (ეგებ მცხეთის სამთავროს ანალოგია).
ატენის სიონის ტაძარი შემკულია მე-11 საუკუნის უნიკალური ფრესკებით, ფასადებზე კი მრავალრიცხოვანი, დიდი ისტორიული მნიშვნელობის წარწერებია.
საგულისხმოა, რომ მის ფასადებზე შემნახულია ქართუ ხელოვნებაში ერთ-ერთი ადრეული ვაზისა და ყურძნის გამოსახულებები მე-7, მე-10 საუკუნეებისა, დასტური იმისა, რომ ეს ოდითგანვე ვაზისა და ყურძნის მხარე იყო.

ღვინის დეგუსტაცია ნიკა ვაჩეიშვილის მარანში

"ნიკა ვაჩეიშვილის მარანი" ატენის ხეობის მრავალსაუკუნოვანი აგრარული და კულტურული ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას ისახავს მიზნად, იგი კოოპერირებს "ატენისა და სკრის ხეობის ტრადიციული მეღვინეობის ცენტრთან" და საკუთარი ვენახებზე მოწეული მცირე, მაგრამ მაღალხარისხოვანი ყურძნით აწარმოებს ტრადიციულ, ნატურალური წესით დამზადებული ღვინის რამოდენიმე სახეობას.

მარანი უძველესი მეღვინეობის უნიკალურ ზონაში - დიდი ატენში მდებარეობს, მის უნიკალურ ტერუარს განსაზღვრავს განუმეორებელი კულტურული ლანდშაფტი, მემკვიდრეობის უძველესი ძეგლები, კლდოვანი მთაგრეხილები მისი გეოლოგიური და მინერალური მახასიათებლებით, მცხუნვარე კლდეები და მდინარე ტანას შხეფები თუ კლდიდან ნაჟური წყაროები, რომლითაც უძველესი ხანიდან ირწყვებოდა ხეხილი და უძველესი ტერასები. ძირითადად სწორედ ძველ ტერასბზეა გაშენებული ჩვენი ვენახი, ტრადიციული ჯიშებით - ჩინური, თავკვერი, ბუდეშური და ატენური საფერავი. უნდა ითქვას, რომ ვენახები მოცულია მსხმოიარე ხეხილის ბაღებით, რაც მოწეული ყურძნენსა და აქაურ ღვინოს დამატებით მდიდარ გემოსა და მრავალფეროვნებას სძენს...
ტერუარის უნიკალობისთვის არსებითია, ასევე, აქაური გმოცდილება -ღვინის დამზადების ტრადიციული, აქ არსებული „ატენური“ წესი - ჭაჭის ოდენობა, ყინულით ჭურჭლის გაციება და სხვა.
ღვინო ,,ატენი (,,ატენური) ხასიათდება ჩალისფერი შეფერვით, ჰარმონიული გემოთი, ხილის ტონებით, ენერგიული თამაშით.

სადეგუსტაციო ღვინო:

ჩვენი ღვინოები
 
წარჩინებული ატენური გამოირჩევა რბილი და სურნელოვანი, ჩირის არომატით, ხანგრძლივი დაბოლოებითა და ცქრიალა ხასიათით;
 
სკრის ჩინური ახასიათებს მკვეთრი ტონები, ხანგრძლივი გემო და რბილი დაბოლოება;
 
თავკვერი ხასიათიანია, მკვეთრი და იმავდროულად მოთამაშე გემოთი;
 
მხიარული ხიდისთავური ვარდისფერია ცქრიალა, ენერგიული ხასიათით, ტკბილი ჩირის ელფერით, განსაკუთრებით სადესერტო სუფრას დაამშვენებს.

 

 

ტურის დაწყების დრო: 9.00 სთ

ხანგრძლივობა: 8 სთ

მანძილი: 250 კმ

მინიმუმ 3 პერსონა

 

ღვინის ტური ნიკა ვაჩეიშვილის მარანში - შიდა ქართლი

(სპეციალური ტურები)

შეავსეთ მოცემული მარტივი ფორმა და ჩვენი აგენტი უმოკლეს დროში დეტალებით დაგიბრუნდებათ.

სახელი

ელ-ფოსტა

ტელეფონის ნომერი

სასურველია დაგიკავშირდეთ

ჩამოსვლის თარიღი

გამგზავრების თარიღი

ტურის დაწყების თარიღი

დაწყების ადგილი

სტუმრების რაოდენობა

ბავშვები

ტრანსფერი




სასტუმროს კატეგორია






გიდი


კომენტარი

შეუკვეთეთ


უკან დაბრუნება