"დავით გარეჯი" ტური 1 დღე

დაწყება

თბილისი

საუკეთესო პერიოდი

აპრ-ოქტ

მანძილი

200 კმ

ხანგრძლივობა

6 საათი

მინიმუმ

4 ადამიანი

ViaGeorgia გთავაზობთ 1 დღიან ტურს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში. 

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში.

კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის, დავითის მიერ. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით.

დავითის ლავრა გარეჯის სამონასტრო ცხოვრების ცენტრი იყო. დროთა ვითარებაში მას განშტოებები შეემატა. გარკვეულ პერიოდში მონასტერთა რიცხვმა თორმეტსაც მიაღწია. ამ ხანიდან უნდა იყოს შემორჩენილი სახელწოდება „გარეჯის ათორმეტნი მონასტერნი“. შემდეგში თანდათან ჩამოყალიბდა შორი-შორს მდებარე გამოქვაბულ მონასტერთა კომპლექსების ქსელი: წამებულინათლისმცემელიჩიჩხიტურითერთრსენაკებიდოდოს რქაუდაბნოაღდგომისა წამებულიბერთუბანიმღვიმექოლაგირიდიდი ქვაბებივერანგარეჯაპირუკუღმარიპატარა ქვაბები.

დავითგარეჯის მონასტერთა საქმიანობა თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ქართველი ხალხის როგორც რელიგიურ, ისე საერთოდ კულტურულ ცხოვრებაში. XII საუკუნის დასაწყისში დავით IV აღმაშენებელმა დავითგარეჯის მონასტრები სამეფო საკუთრებად აქცია, ხელს უწყობდა მათ დაწინაურებას. მონასტრები გათავისუფლებული იყო სახელმწიფო გადასახადებისაგან. 1265 მონღოლთა ლაშქარმა ბერქა ყაენის სარდლობით დაარბია დავითგარეჯა და მისი მიდამოები.

XIV საუკუნის I ნახევარში, გიორგი V ბრწყინვალის მეფობაში, დავითგარეჯა მძლავრ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად იქცა. მონასტერთა მესვეურნი მონაწილეობდნენ სამეფო დარბაზის მუშაობაში და ქვეყნის საეკლესიო საქმეთა მართვაში. XIV საუკუნის ბოლოს თემურლენგის მრავალგზის ლაშქრობების დროს, სამონასტრო ცხოვრება მოიშალა. 1424 წელს ალექსანდრე I დიდმა დავითგარეჯა მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ეკლესიას შესწირა. 1616-1617 წლებში სპარსელთა ლაშქარმა დაარბია, მონასტრები გაუქმდა. 1639 წელს თეიმურაზ I -მა აღადგინა აქ სამონასტრო ცხოვრება. XVIII საუკუნეში დავითგარეჯა კვლავ მეფის ხელდებული გახდა. დავითგარეჯის მონასტრებმა XIX საუკუნის დასასრულამდე იარსება.

დავითგარეჯის სამონასტრო მშენებლობამ თავის მწვერვალს საქართველოს საერთო ეროვნულ და კულტურულ-პოლიტიკური აღმავლობის დროს, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მიაღწია. დავითგარეჯში გამომუშავდა სამონასტრო ცხოვრებისა და მშენებლობის საკუთარი წესი, ფრესკული მხატვრობის საკუთარი სკოლა.

 

 


შეავსეთ მოცემული მარტივი ფორმა და ჩვენი აგენტი უმოკლეს დროში დეტალებით დაგიბრუნდებათ.

სახელი

ელ-ფოსტა

ტელეფონის ნომერი

სასურველია დაგიკავშირდეთ

ჩამოსვლის თარიღი

გამგზავრების თარიღი

ტურის დაწყების თარიღი

დაწყების ადგილი

სტუმრების რაოდენობა

ბავშვები

ტრანსფერი




სასტუმროს კატეგორია






გიდი


კომენტარი

შეუკვეთეთ


უკან დაბრუნება