დედოფლისწყარო / ვაშლოვანი - ჯიპტური 1 დღე

დაწყება

თბილისი

საუკეთესო პერიოდი

აპრილი-ოცტომბერი

მანძილი

400 კმ

ხანგრძლივობა

1 დღე

მინიმუმ

4 ადამიანი

თბილისი - დედოფლისწყარო, "პატარა ქვაბები", კილაკუპრა, ტახტიტეპა, დალის წყალსაცავი, ტარიბანას ალესილები, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები. 

დედოფლისწყარო ქალაქი კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შირაქის ვაკეზე, ზღვის დონიდან 800 მ სიმაღლეზე. „დედოფლის წყარო“ ცნობილია XI საუკუნიდან, როდესაც საქართველოს მეფემ დავით აღმაშენებელმა აქ სამხედრო პოსტი განათავსა. ლეგენდა ამ ადგილის სახელწოდებას თამარ მეფის (1184-1207) სახელს უკავშირებს. 

ვაშლოვანის ნაკრძალი 1935 წელს დაარსდა, 2003 წლიდან კი ნაკრძალის, ეროვნული პარკისა და ბუნების ძეგლების ერთიანი კომპლექსი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებში გაერთიანდა. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთში, ივრის ზეგანზე, ზღ.დ-დან 100-900 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 35 067,5 ჰა-ს შეადგენს. იგი მოიცავს ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალს, ვაშლოვანის ეროვნული პარკს და შემდეგ ბუნების ძეგლებს: არწივის ხეობას, ალაზნის ჭალას („კაკლის ყურე“) და ტახტი-თეფას ტალახის ვულკანებს. ვაშლოვანის სახელი, გადმოცემის თანახმად, დაკავშირებულია აქ გავრცელებული საკმლის ხის ნათელი ტყის ვაშლის ბაღებთან მსგავსებასთან. 

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების ფართო არჩევანს იძლევა. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. ბილიკების გასწვრივ მოწყობილია ბუნგალოები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. ასევე გამოყოფილია ადგილები ცეცხლის დასანთებად. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, გეოლოგიურ, ველო, ფოტო, კულტურულ, საფარი და საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს.

 

ტურის დაწყების დრო:  8.00 სთ

მანძილი: დაახლოებით 350 კმ

ტრანსპორტირება: SUV
რეკომენდებულია სპორტული ჩაცმულობა

ტურის ღირებულება 150 ლარი/1 პერსონა

 

დედოფლისწყარო / ვაშლოვანი - ჯიპტური 1 დღე

(სათავგადასავლო ტურები)

შეავსეთ მოცემული მარტივი ფორმა და ჩვენი აგენტი უმოკლეს დროში დეტალებით დაგიბრუნდებათ.

სახელი

ელ-ფოსტა

ტელეფონის ნომერი

სასურველია დაგიკავშირდეთ

ჩამოსვლის თარიღი

გამგზავრების თარიღი

ტურის დაწყების თარიღი

დაწყების ადგილი

სტუმრების რაოდენობა

ბავშვები

ტრანსფერი




სასტუმროს კატეგორია






გიდი


კომენტარი

შეუკვეთეთ


უკან დაბრუნება